შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის კომენტარი გაზრდილ კრიმინალზე
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში პასუხობს მათ, ვისაც მიაჩნია, რომ გაზრდილი კრიმინალი ამნისტიის ბრალია.
“ძალიან
ბევრი ჭორი და მაიმუნობა
მესმის
მეორე დღეა და ამიტომ
სრული პასუხისმგებლობით
ვწერ:
1. ყველამ
დაივიწყა
უდანაშაულობის
პრეზუმცია
და ერთ კონკრეტულ
ადამიანს,
სოციალურ
ქსელებზე
დაყრდნობიტ
აცხადებენ
მკვლელად.
ეს ძალიან
ცუდია
2. მსჯავრდებულ
გიორგი
ოქროპირიძეს
იანვარში
გაუნახევრდა
სასჯელი,
თუმცა უარი ეთქვა გათავისუფლებაზე
!
3. სააღდგომოდ
გიორგი
ოქროპირიძეს
უარი ეთქვა ხელახალ
თხოვნაზე
შეწყალების
შესახებ. ამდენად ის შეწყალების კომისიას არ გაუთავისუფლებია !!! (ამის გამო უამრავი საყვედური და წყევლაც კი მივიღე)
ვიმეორებ გიორგი ოქროპირიძე შეწყალების კომისიას არ გაუთავისუფლებია ! ის შეწყალებით არ გამოსულა ციხიდან !
სასჯელი მას გაუნახევრდა იმის გამო რომ ნამდვილად იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. არ დავმალავ და არ ვუარვყოფ რომ მე მისი გათავისუფლების მომხრე ვიყავი და ვიყავი იმის გამო რომ ის ნამდვილად აწამეს და ის იყო ერთ-ერთი პირველი ვინც ამის შესახებ ხმამაღლა დაიწყო საუბარი, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ! მაგრამ მსჯელობის და კენჭისყრის შედეგად კომისიას მხოლოდ სასჯელი გაუნახევრა მას, მეორედ კი სრული უარი უთხრა
საერთოდ კი სამი უმთავრესი მომენტია:
1. ყველა არღვევს უდანაშაულობის პრეზუმციას და საუბრობს მკვლელზე როცა სასამართლოს არ დაუდგენია ვინ ჩაიდინა ვაკეში მკვლელობა. ღმერთმა გაანათლოს არადა ის ბიჭი და მკვლელმა უნდა აგოს უმკაცრესად პასუხი!
2. ვიცი რომ ძალიან ბევრს სურს გამსვაროს როგორმე და ნებისმიერ ფასად - ვინაიდან "ალეკოს წესიერ ბიჭობა" ძალიან ბევრს საშინლად აღიზიანებს ! ვიცი ეს კარგად და ამიტომ არ მიკვირს ეს უაზრო და დაუსაბუთებელი ბრალდებები
3. ფაქტია რომ ბევრს სურს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენოს გიორგი მარგველაშვილს და ბოლო ხანს ამიტომაც გახშირდა თავდასხმები შეწყალების კომისიაზე. ზოგს პატიმრებზე მუქთი ფულის შოვნის წყარო გადაეკეტა, ზოგს კიდევ უფრო შევიწროვება უნდა პრეზიდენტის და ერთ-ერთი მთავარი ასპექტი შეწყალების კომისიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ეს არის
აი, ამის თქმა მსურდა მეგობრებო” - წერს ელისაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე
კომენტარი