სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილმა გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა.

სამუშაო სადილზე მხარეებმა ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. ისაუბრეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებზე. ევროპელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ლორან ფაბიუსსა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი ასევე შეეხო უკვე დაგეგმილ მაღალი რანგის ვიზიტებსაც – 13 მაისს საქართველოში ჩამოდის საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. 2 ივნისს კი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიწვევით საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში მიემგზავრება.სამუშაო სადილს ასევე ესწრებოდნენ საგარე საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, საქართველოს ელჩი გერმანიაში ვლადიმერ ჭანტურია და საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე–დელონე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100