სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავის, ქსნის და თბილისის ციხეებში პროტესტი გრძელდება

ციხეებში პროტესტი გრძელდება. რუსთავის, ქსნის და თბილისის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრები საქმეების გადახედვის მოთხოვნით შიმშილობენ.

მათი თქმით, ისინი სასჯელს უკანონოდ იხდიან. პატიმრები ასევე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის უფრო ეფექტურ მუშაობას და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმების ყველასთვის თანაბრად ამოქმედებას ითხოვენ.

პატიმრები უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობენ და პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100