რუსეთში "ომიკრონი" დადასტურდა - ინფიცირებულია 2 ადამიანი
რუსეთში კორონავირუსის ომიკრონის შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველი უწყება ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახალი შტამი სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსულ ორ ადამიანს აღმოაჩნდა. მათი ცნობით, კორონავირუსი იმავე ბორტზე მყოფ კიდევ 10 ადამიანს დაუდასტურდა და ამ დროისთვის შტამის დასადგენად ლაბორატორიული კვლევა ტარდება.
კომენტარი