„დოიჩე ბანკმა“ „მორგან სტენლის“ ტოპ-მენეჯერი გადაიბირა
„დოიჩე ბანკმა“ ბრიტანული სეგმენტის private wealth management-ის აღმასრულებელ დირექტორად მაიკ ჰოლი დანიშნა. ჰოლი „მორგან სტენლი“-ში ანალოგიურ პოზიციაზე 1987 წლიდან მუშაობდა და ამ ბიზნესს ევროპაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში კურირებდა.
24-წლიანი გამოცდილების მქონე ტოპ-მენეჯერის წყალობით, „დოიჩე ბანკის“ დიდი ბრიტანეთის მენეჯმენტი ახალ დონეზე გადაინაცვლებს. ინდუსტრიის დარგის პროფესიონალის გადმობირება ბანკს მარეგულირებლების მიერ გამკაცრებულ პირობებში, მომგებიანი და კლიენტებზე ორიენტირებული ბიზნეს-სტრატეგიის შექმნის საშუალებას მისცემს, აღნიშნა „დოიჩე ბანკის“ ბრიტანეთის განყოფილების გენერალურმა დირექტორმა, ტომ სლოკოკმა
კომენტარი