სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვინ შედის "მატროსოვზე" ვანო მერაბიშვილთან ღამის საათებში”?!

გაზეთ "ქრონიკის" ინფორმაცით, სასჯელაღსრულების ნომერ მე-9 დაწესებულებაში, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილია მოთავსებული, დღეს არც ერთი პატიმარი არ იმყოფება. გაზეთის ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობს, მას შემდეგ რაც ვანო მერაბიშვილი დააკავეს, მასთან ხშირად დადიან ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გაზეთის ცნობით, შეხვედრები ძირითადად ღამის საათებშია დაგეგმილი. წყაროს განმარტებით, მერაბიშვილს სთხოვენ, თავის "ბოსს", მიხეილ სააკაშვილს დაადოს ხელი.

"არსებობს რამდენიმე კონკრეტული საქმე, რომლებიც მხოლოდ მაშინ გაიხსნება საბოლოოდ, თუკი ბატონი ივანე ალაპარაკდება და მისცემს პრეზიდენტის წინააღმდეგ ჩვენებას. ასეთთა რიცხვს განეკუთვნება მაგალითად, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა. "ქრონიკას" თავისი წყარო იმასაც უმტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილს მაინცდამაინც არ სიამოვნებს ციხეში მერაბიშვილის ჯდომა, მას მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება უფრო უნდა, ოღონდ გაძლიერებული მტკიცებულებების საფუძველზე. ბოლოს და ბოლოს რას აპირებს ვანო მერაბიშვილი, გაუძლებს თუ არა ერთგვარ "ცდუნებას"? სხვათა შორის ეგ თავად მიხეილ სააკაშვილზეცაა დამოკიდებული, გააჩნია როგორ პიარკამპანიას აწარმოებს ევროპასა და ამერიკაში, მოახერხებს თუ არა მერაბიშვილისათვის "ტიმოშენკოს" სტატუსის მინიჭებას?",- წერს გაზეთი.

"ქრონიკის" წყაროს ინფორმაციითვე ციხეებში ზოგადად სიტუაცია უკიდურესად გაუარესებულია. კულუარებში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ერთ-ერთ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლის ხელმძღვანელებიც ქალებს დამკვირვებლების სტატუსებს ანიჭებენ და ციხეებში უშვებენ. ამ საქმეში მაყურებლები და ქურდები 1000 ლარს იხდიან.

"კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ყველა სახის ინფორმაცია უკვე მიტანილია ბიძინა ივანიშვილამდე და არ არის გამორიცხული, უახლოეს ხანში სასჯელაღსრულების სამინისტროს ადმინისტრაციაში დიდი წმენდაც დაიწყოს",- წერს გაზეთი "ქრონიკა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100