სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთი დათმობებზე მიდის?

ლისაბონის სამიტმა თავისი შედეგებით საქართველოსთვის მოლოდინს გადააჭარბა. როგორც უკვე ცნობილია, მიღებულ კომუნიკეში საქართველოს მთელი სამი პუნქტი (მე-20, 21-ე და 23-ე პუნქტები) დაეთმო.
ასდასდფსაფსდ
ამ პუნქტების მიხედვით ირკვევა, რომ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს კვლავ დღის წესრიგში აქვს საქართველოს და უკრაინის მისწრაფება ნატოსკენ და ამ კუთხით თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებს. ეს კი განპირობებულია იმით, რომ ნატოსათვის რეგიონის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია.
ასდასდფსაფსდ
შემდეგი პუნქტის მიხედვით, ალიანსი აქცენტს აკეთებს ავღანეთში საქართველოს სამშვიდობო ოპერაციაში ჩართულობაზე და ძალაში ტოვებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ნატოს წევრი გახდება.
ასდასდფსაფსდ
23-ე პუნქტის მიხედვით კი, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს დადებული ხელშეკრულებების შესრულებისაკენ მოუწოდებს. ეს პუნქტები უმნიშვნელოვანესი რომ არის, ამაზე ყველა ექსპერტი თანხმდება.
ასდასდფსაფსდ
საინტერესოა გავრცელებული ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ რუსეთის გენერალური შტაბი სამხედრო დოქტრინაში ცვლილებებს გეგმავს. რუსული პრესის მიხედვით, შტაბმა ეს დავალება უკვე მიიღო. ცვლილებები შევა იმ მუხლში, სადაც საგარეო საფრთხეებზეა ლაპარაკი.
ასდასდფსაფსდ
კულუარული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა, სააკაშვილთან ობამას შეხვედრის შესახებაც ისაუბრეს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სამიტი არა მხოლოდ თანამშრომლობაზე, არამედ მოსალაპარაკებლადაცაა იმ საკითხებზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის უთანხმოებებს იწვევს.
ასდასდფსაფსდ
ეს უთანხმობები კი მრავლად არსებობს. როგორც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ობამას და მედვედევის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, სწორედ საქართველო იყო.
ასდასდფსაფსდ
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმაც მოითხოვა და აღნიშნა, რომ ნატო აფხაზეთს და "სამხრეთ ოსეთს" არ აღიარებს და ეს პოზიცია უცვლელი დარჩება. ეს სამიტი და განვითარებული ურთიერთობები კი, ამ საკითხის სამომავლოდ გადაჭრაში მნიშვნელოვან პროგრესს მოიტანს.

ექსპერტების ვარაუდით, რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვან დათმობებზე მოუწევს წასვლა და ამ დათმობებში, სავარაუდოდ, პირველ ადგილზე სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იქნება. პირველი ნაბიჯები კი ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში გადაიდგმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100