საქართველოს ნაკრების ტრიუმფი - ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრები 46:0 დაამარცხეს
საქართველო-რუსეთის ნაკრებების შერკინება, დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა რაგბიში, რუსეთის ნაკრებზე ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. მატჩის განმავლობაში, ქართველების მხრიდან ექვსი ლელო გავიდა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე, საჯარიმო დარტყმით, ქართველებმა ანგარიში 20-0 გახადეს და რუსების ნაკრებს აღარანაირი შანსი აღარ დაუტოვეს. მალე კი ქართველებმა, წინა ტაიმის ორი ლელოს შემდეგ, კიდევ ერთი ლელო დადეს.
მთელი მატჩი ქართველი მოთამაშეების დიდი უპირატესობით წარიმართა. ეს უპირატესობა მატჩის პირველი ტაიმის დასაწყისიდანვე გამოჩნდა. ორივე მატჩის განმავლობაში, შეტევებს ძირითადად ქართველი მორაგბეები ახორციელებდნენ. მეტოქე მალე გატყდა ფსიქოლოგიურად და დაიღალა.
59-ე წუთზე მეოთხე გადამწყვეტი ლელო გავიდა, 66-ე წუთზე - მეხუთე, 79-ე წუთზე კი მეექვსე ლელო გაიტანეს. საქართველოს ნაკრებმა კი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა ქართული რაგბის ისტორიაში და ევროპის ერთა თასზე საგზური გაინაღდა. სპეციალურმა ჟიურიმ, რიჩი დიქსონის ხელმძღვანელობით, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე დაასახელა. საქართველოს რაგბის ნაკრებს, სტადიონზე, ქვეყნის პრეზიდენტი და მისი ოჯახიც გულშემატკივრობდნენ...
კომენტარი