სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადვოკატმა სასამართლო დარბაზში შარვალი ჩაიხადა

საინფორმაციო საიტის, „novostiua.net"-ის ცნობით, ამერიკელი ადვოკატი ლოურენს ბეიკერი ორი წლით ჩამოუშორებიათ იურიდიული პრაქტიკისათვის ამორალური ქცევის გამო - მას გასჩენია ძალადობრივი ქმედების დაუძლეველი სურვილი თავისი ოპონენტების ადვოკატის მიმართ: უსარგებლია იმ გარემოებით, რომ მოსამართლე დროებით გარეთ იყო გასული და პირდაპირ სასამართლო დარბაზში გაუშიშვლებია მის დასანახად გენიტალიები და ინტიმური კავშირის დაუძლეველი სურვილით მასზე ძალადობა განუზრახავს.

მოსამართლეების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ლოურენს ბეიკერის ქმედება შეუთავსებლად მიიჩნიეს ადვოკატის ღირსებასთან - დაასკვნეს, რომ მან შებღალა იურისტის სახელი და ეჭვქვეშ დააყენა საკუთარი პროფესიული საიმედოობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100