სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეარჩიე საუკეთესო ონლაინ კრედიტი მარტივად

სწრაფი ცხოვრების რიტმისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო ცხოვრებაში ხშირად ჩნდება ფინანსური პრობლემები. რაც არ უნდა გონივრულად გქონდეთ დაგეგმილი ბიუჯეტი, დამატებითი თანხა ხშირად ხდება საჭირო. ფულის სესხება ახლობლისგან არც ისე მარტივია. ეს დაკავშირებულია უხერხულობასთან. ამასთან, მათ შესაძლოა ვერც შეძლონ ჩვენი დახმარება. კრედის სწრაფი კრედიტი მოულოდნელი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად არის განკუთვნილი. თუ სასწრაფოდ გჭირდებათ თანხა და ხელფასამდე დიდი დროა დარჩენილი, საშუალება გაქვთ ერთ სივრცეში გაეცნოთ კრედიტორების პირობებს, გაიგოთ რომელ მათგანს აქვს უკეთესი პირობა – დაბალი საპროცენტო განაკვეთი, საშეღავათო პერიოდი, დამატებითი უპირატესობები და სწორედ ამ მახასიათებლების გათვალისწინებით შეარჩიოთ თქვენზე მორგებული პროდუქტი.

სწრაფი კრედიტი ნებისმიერ დრო, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ აიღოთ. ამისათვის არ მოგიწევთ დოკუმენტების შეგროვება, კომპანიაში მისვლა და საკრედიტო ექსპერტთან გასაუბრება. თანხის მიღებას თქვენთვის სასურველი ადგილიდან შეძლებთ. სწრაფი სესხის აღებისას გაითვალისწინეთ, რომ თანხის დასაფარად ერთ თვემდე პერიოდია განკუთვნილი. შეაფასეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა და ამის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება. საბანკო სესხებთან შედარებით აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა მარტივია. ბანკში კრედიტის ასაღებად გჭირდებათ ფილიალში ვიზიტი, ხშირ შემთხვევაში რიგში დგომა და ლოდინი. ზოგიერთი ტიპის სესხის გაცემისას მოითხოვება თავდები, ქონებით უზრუნველყოფა, რასაც დამატებითი დოკუმენტების შეგროვება და დრო სჭირდება. სწრაფი სესხის აღება კი 24 საათის მანძილზე ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ. მთავარი მოთხოვნაა გქონდეთ საბანკო ანგარიში, იყოთ საქართველოს მოქალაქე, 20-დან 65 წლამდე.

რას აქცევენ ყურადღებას საფინანსო კომპანიები სესხის გაცემისას და როგორ უნდა აიღოთ კრედიტი კიდევ უფრო მარტივად?

  • საკრედიტო ისტორია – კომპანიები სესხის გაცემამდე ითვალისწინებენ საკრედიტო რეიტინგს, რადგან ის ასახავს წარსულში თქვენს გადახდებს, რამდენად დროულად ფარავდით ვალდებულებებს, გქონდათ თუ არა ვადაგადაცილება. საკრედიტო ისტორია შეიძლება გქონდეთ პოზიტიური ან ნეგატიური. თუ დროულად იხდიდით ვალდებულებებს, თქვენ დადებითი საკრედიტო ისტორია გექნებათ, ვადაგადაცილებების შემთხვევაში კი უარყოფითი. ნეგატიური საკრედიტო რეიტინგის შემთხვევაში შესაძლოა კრედიტი არ დაგიმტკიცდეთ, რადგან კომპანიები მაღალი რისკების გამო თავს არიდებენ ასეთ კლიენტებთან თანამშრომლობას.

  • შემოსავლის/ ხელფასის ოდენობა – სესხის დამტკიცებისას კომპანიები ყურადღებას აქცევენ; ხართ თუ არა დასაქმებული, რამდენს შეადგენს თქვენი შემოსავალი, ზოგიერთი ბანკი ითხოვს 6 თვის საბანკო ამონაწერს. ამასთან, ითვალისწინებენ თქვენს შესაძლებლობებს - ხარჯის ოდენობას, სხვა ვალდებულებებს და ამის მიხედვით ამტკიცებენ იმ რაოდენობის სესხს, რისი გადახდის რესურსიც გაგაჩნიათ.

  • არსებული ვალდებულებები – კრედიტორები ამოწმებენ თქვენს მიმდინარე ვალდებულებას. თუ სხვა კომპანიიდანაც გაქვთ აღებული კრედიტი და გადასახადი თანხის ოდენობა აჭარბებს თქვენს შესაძლებლობას, სავარაუდოდ სესხს არ დაგიმტკიცებენ.

ონლაინ კრედიტი საუკეთესო შეთავაზებაა ფინანსური საკითხების სწრაფად მოსაგვარებლად. თქვენ შეგიძლიათ განაცხადის მარტივი ფორმა შეავსოთ კრედიზე და თანხა 5 წუთში მიიღოთ. დღეისათვის, გაცილებით ხელმისაწვდომია საკრედიტო პროდუქტები, რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სერვისებმა ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა. ეს კი ზოგავს დროსა და ენერგიას, გაწვდით კომფორტულ სერვისს. თუკი ერთ დროს წარმოუდგენელი იყო ფულის მიღება 5 წუთში, თანაც ცნობების გარეშე, დღეს აღნიშნული მომსახურება უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100