სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდ ბრიტანეთში კონან დოილის უცნობ რომანს გამოაქვეყნებენ

დიდ ბრიტანეთში არტურ კონან დოილის დაკარგულ რომანს, „ჯონ სმიტის ისტორიას“ გამოაქვეყნებენ. დოილის უცნობი წიგნი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოჩნდება. აღნიშნული რომანი კონან დოილმა 1883-1884 წლებში დაწერა. ამ დროისათვის ავტორი 23 წლის იყო. რომანის დასრულების შემდეგ, ავტორმა იგი გამომცემლობას გაუგზავნა, მაგრამ ხელნაწერი დაიკარგა. ამის შემდეგ, დოილმა ხელახლა დაწერა გადაწყვიტა და ასეც მოიქცა. საზოგადოებას კი სწორედ ამ უკანასკნელი ვერსიის შეფასების საშუალება ექნება. ნაწარმოების გმირი, 50 წლის უბრალო, რიგითი ადამიანია, რომელიც „ნიკრისის ქარით“ იტანჯება. იგი საწოლსაა მიჯაჭვული და თავის ფიქრებს, მნახველებს უზიარებს.

გამომცემლობის წარმომადგენლების აღნიშვნით, არც ეს რომანია დეტექტიური ელემენტების გარეშე. წიგნი სულ 150 გვერდიანი იქნება, რადგან კონან დოილმა მთლიანად აღდგენა ვერ მოახერხა. რომანი სულ ექვსთავიანია. მიუხედავად ყველაფრისა, გამომცემლები ამბობენ, რომ ტექსტში ისეთ იდეებსა და პერსონაჟებს შეხვდნენ, რომლებიც ავტორს „შერლოკ ჰოლმსში“ აქვს გამოყენებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100