BMW-ს მარკის პირველი ელექტრომობილი
ხანგრძლივი შრომისა და რამდენიმეწლიანი ტესტირებების შემდეგ მსოფლიოში სახელგანთქმულმა ავტომწარმოებელმა კომპანია BMW-მ თავისი პირველი ელექტრომობილი წარმოადგინა.
BMW i3 ასე ქვია, რომელიც კრიტიკოსებმა ქალაქისთვის იდეალურ მანქანად მიიჩნიეს. BMW i3-ს აკუმულატორის ერთი დატენვით 128-160 კილომეტრის გავლას შეძლებთ. BMW i3-ს მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ია. BMW i3-ის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ის აღჭურვილია ახალი დამტენი მოწყობილობით SAE DC Combo, რომელიც ავტომობილის აკუმულატორის 80%-ს 20 წუთში დატენის.
BMW i3-ის გაყიდვაში გაოსვლა უახლოეს რამდენიმე თვეში იგეგმება.
კომენტარი