სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 კი დაშავდა

ნიგერიაში რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 კი დაშავდა. როგორც ფრანგული გამოცემა Le Figaro იუწყება, თავდასხმა ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელდა.

რადიკალური დაჯგუფების „ბოევიკები“ თავს დაესხნენ სოფელ გაჟიგანას მაცხოვრებლებს. თავდასხმიასას მათ ყუმბარმტყორცნი გამოიყენეს.

რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მოქმედების არეალი ჩადში, ნიგერიაში, კამერუნსა და ნიგერშია. 2009 წლიდან დაჯგუფების თავდასხმებს 36 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 2 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა თავისი სახლები დაეტოვებინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100