ნარკოტიკები თბილისის აეროპორტში
თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს. 20 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში სტამბული-თბილისის რეისით საქართველოს მოქალაქე ჩამოფრინდა, რომელსაც საბაჟო პროცედურების გავლისას, ხელ-ბარგის დათვალიერების შემდეგ, გაურკვეველი ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩნდა.
თავად
მოქალაქის განმარტებით, ზემოაღნიშნული ნივთიერებები წარმოადგენს ნარკოტიკულ
საშუალებებს. სამართალდამცველებმა ოთხი აბი ექსტაზი, მარიხუანა და კოკაინი
ამოიღეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.
კომენტარი