სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი ობამა დღეს ისევ ხვდება თეთრ სახლში კონგრესის ლიდერებს

შეხვედრისას ისევ იმსჯელებენ ქვეყნის დავალიანების შესახებ. გუშინდელი შეხვედრის წინ ობამამ ტელევიზიით გადაცემულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ დროა შეწყდეს პოლიტიკური თამაშები, რომ მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას ამ საკითხზე. მისივე თქმით ძალზე ბევრი რამ არის გასაკეთებელი. როგორც ობამამ აღნიშნა იგი ხელს არ მოაწერს არც ერთ დროებით ინიციატივას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100