სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაწყებულია წარმოება ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით - იუსტიციის სამინისტრო

საზოგადოების პროტესტისა და პრეზიდენტის მკაფიო განცხადების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უკან დაიხია - რატი ბრეგაძის უწყების ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით წარმოება დაწყებულია.

სამინისტროს ცნობით, დასკვნა უმოკლეს ვადაში საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება .

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით.

შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროსგან ელოდებოდა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფირცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასკვნას, რომელსაც მიღებისთანავე დააკმაყოფილებდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე კარგავს მოქალაქეობას, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეც ხდება.

საბოლოო თანამდებობის პირი, ვისაც მისთვის ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნება შეუძლია, პრეზიდენტია – იგი კი უარყოფს, რომ ფარცხალაძის ორმაგ მოქალაქეობაზე ინფორმაცია ჰქონდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100