მელორ ვაჩნაძე მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს
მელორ ვაჩანძე, რომელიც საფრანგეთში იმყოფებოდა მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც მის მიერ გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში მელორ ვაჩანაძე აცხადებს, ის უდანაშაულოა. მელორ ვაჩნაძე, რომელიც საქართველოში პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს, საფრანგეთს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.
"ბრალდება არის მკვლელობის მცდელობა. საქმე ეხება ქალაქ მონპელიეში, ჩემი სახლის მახლობლად მდებარე მაღაზიაში მომხდარ ფაქტს, სადაც მოხდა სროლა. ამბობენ, ქართველები იყვნენო. ამ შემთხვევიდან სამი თვის შემდეგ დამაკავეს. თვითმხილველი ამბობს, რომ მსროლელის სიმაღლე 170 სმ იყო, მე კი 2 მეტრი ვარ და არ ემთხვევა არაფერი. მაღაზიაში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი და შეუძლიათ გახსნან. მოსამართლე მეუბნება, რომ ვინაიდან მე ვიყავი აქტიური და საფრანგეთში ჩავატარე აქციები, შესაძლოა ხალხს დავეხმარო მიმალვაში და ამ გაუგებარი მოტივით ვიხდი სასჯელს. მე არ ვარ მსროლელი, საფრანგეთს ვთხოვ გაასაჯაროვოს მტკიცებულებები და თუ დამნაშავე ვარ გამასამართლონ, თუ არ ვარ გამათავისუფლონ. ერთი წლის მანძილზე ვცხოვრობდი საფრანგეთში, დანაშაული არ ჩამიდენია. ვიყავი პოლიტიკურად აქტიური, ვეხმარებოდი ემიგრანტებს და სწორედ ეს არ აწყობდათ. ამიტომ საფრანგეთის მთავრობას ვადანაშაულებ დევნაში“ - განაცხადა მელორ ვაჩანაძემ.
კომენტარი