ტყუპისცალმა საკუთარი და მოკლა, რათა მის შეყვარებულს შეხვედროდა
ტყუპი დები ანასტასია და ალექსანდრია დიუვალები ჰავაიზე თავიანთ შეყვარებულებთან ერთად ცხოვრობდნენ. როგორც გარდაცვლილის შეყვარებული ფედერიკო ბეილი აცხადებს, გოგონები ერთმანეთთან კატა-თაგვივით იყვნენ და გამუდმებით ჩხუბობდნენ - წერს New York Post.
ტრაგედიის დღეს, სანამ ბეილი აბაზანას იღებდა, ტყუპებმა კიდევ იჩხუბეს, შემდეგ ჩასხდნენ ავტომობილში და წავიდნენ. თვითმხილველმა კი დაინახა, რომ გოგონები მანქანაშიც კამათობდნენ, შემდეგ მძღოლის გვერდით მჯდომი ეცა საჭეს და გადაატრიალა, რამაც ავტოავარია გამოიწვია. მიღებული ტრავმების შედეგად ანასტასია მალევე გარდაიცვალა, ალექსანდრა კი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. სახლში დაბრუნებულმა ბეილის ფლირტი დაუწყო. როგორც ფედერიკო აცხადებს, ალექსანდრიამ დის კაბა ჩაიცვა, მის შეყვარებულს ეარშიყებოდა და სურდა თავისი ტყუპისცალის როლი შეეთავსებინა. ბეილი ეკითხებოდა მომხდარის შესახებ, თუმცა გოგონას არაფრის თქმა სურდა.
ეს შემთხვევა 2016 წელს მოხდა, თუმცა სამართალდამცველებმა ჩათვალეს, რომ უბედური შემთხვევა იყო და საქმე მალევე დახურეს. 2017 წელს კი პოლიცია იძულებული გახდა საქმე ახლიდან გამოეძია, რადგან ალექსანდრა საკმაოდ უცნაურად იქცეოდა, გარდაცვლილი დის ცხოვრებას ითავსებდა და მის შეყვარებულსაც არ ეშვებოდა. ამ გარემოებამ შექმნა ფონი ეფიქრათ სამართალდამცველებს, რომ გოგონამ საკუთარი ტყუპისცალი მოიშორა. საბოლოოდ ალექსანდრამ ბრალი აღიარა, თქვა, რომ ავარია სპეციალურად მოაწყო. როგორც აღმოჩნდა, მკვლელობაში ეჭვმიტანილ ტყუპისცალს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, ამასთან, ძლიერი სურვილი თავისი დის ცხოვრებით ეცხოვრა. უბედური შემთხვევის შემდეგ კი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. სასამართლო საბოლოო ვერდიქტს რამდენიმე დღეში გამოიტანს.
კომენტარი