"10 დღის უკან სიმსივნე დაუდგინეს და ოპერაციისთვის ემზადება... რომ გაიგო მსახიობ გიორგი მახარაძის ამბავი სოლიდური თანხა გადაურიცხა"
ოპერის მომღერალი და ანსამბლ "სულიკოს" დირექტორი ვანიკო გალუაშვილი სოციალურ ქსელში ძალიან ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"სიკეთე რომელიც ყველაზე დიდი მადლია ამქვეყნად..... ჩვენს მეგობარს რომელსაც 10 დღის უკან სიმსივნე დაუდგინეს და ოპერაციისთვის ემზადება. რომ გაიგო მსახიობ გიორგი მახარაძის ამბავი სოლიდური თანხა გადაურიცხა.....ის ჩემზე ახალგაზრდაა და აუცილებელია მისი დახმარებაო... ამიტომ მიყვარს სიცოცხლე და ამიტომ ვგიჟდები სიკეთეზე... შეგნებულად გვთხოვა არ დავწეროთ გვარი და სახელი.......სიკეთე გადამდებია... ღმერთმა დალოცოს ეს ადამიანი გიორგი მახარაძე და ყველა ვისაც უჭირს და ვისაც შეუძლია სიკეთის კეთება".
კომენტარი