სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთის სამხედრო მეთაურებმა თანამდებობები დატოვეს

თურქეთის სამხედრო მეთაურებმა, სრული შემადგენლობით დატოვეს თანამდებობები. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადადგა გენერალი იშიკ კოშანერი. მას მიჰყვნენ არმიის მეთაურები. აღნიშნული ინფორმაცია ВВС-მ და ВМС-მ გაავრცელა. ასეთი ფაქტი თურქეთის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა. საკუთარი თანამდებობა მხოლოდ პოლიციის უფროსმა, ნედჟერ ოზელმა შეინარჩუნა. ყოველ შემთხვევაში, მის წასვლაზე არავითარი ინფორმაცია არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ 1-დან 4 აგვისტომდე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სამხედრო საბჭოს კრება უნდა ჩაეტარებინა. რამდენიმე დღით ადრე კი, თანამდებობები თურქეთის შეიარაღებული ძალების მეთაურებმა დატოვეს. ახლა კი, აღნიშნულ კრებაზე, თავისუფალი ადგილების შევსების საკითხი განიხილება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამუშაო ადგილების დატოვების მიზეზი ხელისუფლებასთან უთანხმოება გახდა. გენერალური შტაბის უფროსმა უკმაყოფილება გამოთქვა შეიარაღებული ძალების მეთაურების კანდიდატების გამო. აღნიშნული ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდა თურქეთის პრეზიდენტთან, აბდულაჰ გიულთან და პრემიერ-მინისტრთან, რეჯეპ ტაიპ ერდოგანთან შეხვედრის შემდეგ. პრესისთვის კი მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ გენერალური შტაბის უფროსმა თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.

აღნიშნული პრობლემის გამო, თურქეთის პირველი პირი იძულებული გახდა, გადაედო სტამბულში დაგეგმილი საქმიანი შეხვედრა. ერდოგანის განცხადებით, ის თვლიდა, რომ უმაღლესი სამხედრო საბჭოს შეხვედრაზე მსგავსი პრობლემების განხილვა არ მოუწევდა. ახლა კი, შესაძლოა, მომხდარის გამო, გეგმები სრულიად შეიცვალოს.

იშიკ კოშანერი, თურქეთის გენერალური შტაბის უფროსად 2010 წლის აგვისტოში დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სამხედრო შეთქმულებას ახადა ფარდა. შეთქმულებაში მონაწილეებს ბრალი დასდეს სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში და თურქეთის არმიის 40 გენერალი და ადმირალი დააპატიმრეს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ დღეს, თურქეთის არმიაში მიმდინარე მოვლენები, სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება.

თურქეთის არმიას საკმაოდ დიდ გავლენა აქვს. უმაღლესმა სამხედრო პირებმა სამჯერ მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება: 1960, 1971 და 1980 წლებში. სამხედრო სამსახურების გავლენით, 1990 წელს, თანამდებობა დატოვა პრემიერმა ნაჯმეტინ ერბაკანმა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე, შესაძლოა, განლაგდეს ამერიკული ანტისარაკეტო სისტემა, რომლის მოქმედების არეალიც 7 ათასს კილომეტრს შეადგეს, ასევე, რადარი, რაკეტების ნაადრევად აღმოსჩენად, მოქმედების არეალით, 2.5 ათასი კილომეტრი. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული გამომცემლობა, Hürriyet ავრცელებს. გამომცემლობა აღნიშნავს, რომ თურქეთის ხელისუფლებას არ სურდა ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე, რუსეთს ამის შესახებ რაიმე სცოდნოდა.

თავდაპირველად, „ანტისარაკეტო ფარი“ პრეზიდენტმა ბუშმა შეიმუშავა, იმ შემთხვევისთვი, თუ რუსეთი რაიმეს მოიმოქმედებდა, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. იმედოვნებდნენ, რომ რაკეტები და რადარები პოლონეთისა და ჩეხეთის ტერიტორიაზე განლაგდებოდა. ამ ინიციატივაზე რეაგირება მოახდინა არა მარტო თურქეთმა, არამედ ნატოსა და ევროკავშირის სხვა წევრებმაც. როცა აშშ-ს სათავეში ბარაკ ობამა მოვიდა, მან კონცეფცია შეცვალა, პროექტი ნატოს ეგიდის მეთვალყურეობის ქვეშ შეიტანა და „ანტისარაკეტო ფარი“ ირანიდან და ინდოეთიდან მომავალი შესაძლო საფრთხისკენ მიმართა.

თურქეთმა აღნიშნული პროექტის გადახედვა გადაწყვიტა და წამოაყენა პირობა, რომ სამხედრო ბრძანებების გაცემასა და ძალების გადანაწილებაში მონაწილეობას მიიღებდა. მიმდინარე წელს, ნატოს სამიტი, ძალების გადანაწილებასთან დაკავშირებით, მთლიანად ანტისარაკეტო სისტემას და მასთან დაკავშირებულ გეგმებს დაეთმო. აღნიშნული საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, აჰმედ დავუტოღლის შორის განიხილებოდა. შეხვედრის ფარგლებში, ქვეყნები ჩამოყალიბდნენ და შეთანხმდნენ კიდეც.

ირანის ბირთვული პროგრამა კი, ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ ისრაელს აშინებს. სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი, მთიანი ყარაბახის გამო, კვლავ იკრებს ძალას. ბალკანეთზე სერბეთსა და კოსოვოს შორის გამძაფრდა ურთიერთობა, საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება, ევროკავშირი პოლიტიკურ გავლენას კარგავს, შიდა პრობლემების გამო. მოკლედ, მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, უახლოეს მომავალში, მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100