სკანდალური ვიდეო - 41-ს ამომრჩევლები რეგისტრატორის მაგიდასთან ხაზავენ
სკანდალური ვიდეომასალა მიაწოდა რუსთავი 2- ს პაატა ბურჭულაძის მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის ერთ ერთმა ლიდერმა დავით ჯანდიერმა, მისი თქმით კადრები ნინოწმიდაში, ერთ ერთ საარჩევნო უბანზეა გადაღებული. ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ მოქალაქე არჩევანის დახურული კაბინის ნაცვლად რეგისტრატორის მაგიდასთან აკეთებს და 41 შემოხაზავს.
ფაქტი ნინოწმინდაში მეთოთხმეტე უბანზე მოხდა. დავით ჯანდიერის თქმით, ამ წუთებში პარტიის წარმომადგენელი ადგილზე ცდილობს ვითარებაში გარკვევას და მოხდება საჩივრის დაწერაც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით ხმის მიცემის პროცედურა ფარული უნდა იყოს, აღნიშნული ქმედება კი პირდაპირი კანონდარღვევაა.
ინციდენტი მოხდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის 18 საარჩევნო უბანზე, სადაც ქართული ოცნების აქტივისტი, რომელსაც პარტიის ლოგოტიპიანი მაისური ეცვა საარჩევნო უბანზე შეიჭრა - ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2, თავისუფალი დემოკრატების ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვახტანგ მჭედლიძემ მიაწოდა.
"დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, ეს კაცი საარჩევნო უბანზე, ოცნების მაისურით იდგა და ყვიროდა ხმა მიეცით ქართულო ოცნებასო, მას ძლივს, იძულების წესით დაატოვებინეს, საარჩევნო უბანი" - განუცხადა ვახტანგ მჭედლიძემ რუსთავი 2-ს
თავისუფალი დემოკრატების ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, არჩევნები რაიონში დარღვევებით მიმდინარეობს და დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მისი გვარი ბიულეტინში შეცდომით იყო დაბეჭდილი. მჭედლიძის ინფორმაციით 35 ასეთი ბიულეტინი უკვე ამოიღეს და საოლქო საარჩევნო კომისიაშია გადატანილი.
ვიდეო იხილეთ ლინკზე: http://rustavi2.com/ka/news/58471
კომენტარი