სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ემიგრაციის თემა ასტროლოგიაში

მოგზაურობისა და ხეტიალისკენ მიდრეკილება, ყველაზე მეტად მშვილდოსნის ზოდიაქოს წარმომადგენლებს ახასიათებთ. თუმცა, ამ მხრივ მათ არც ტყუპი და მერწყული ჩამორჩებიან. საცხოვრებელი ადგილის ცვლისკენ მეტ-ნაკლებად არიან მიდრეკილნი ვერძები, ლომები, სასწორები და თევზები. ხოლო საკუთარი კერის, ტრადიციების და სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარული ახასიათებთ კიბორჩხალებს, კუროებს, თხის რქებსა და ქალწულებს. შესაბამისად, ეს ადამიანები ემიგრაციაში ყველაზე ცუდად გრძნობენ თავს და როგორც წესი, ყოველთვის უბრუნდებიან მშობლიურ ფესვებს.
თუმცა, თუკი უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ, ამა თუ იმ კონკრეტული ინდივიდის რუკაში მშობლური ქვეყნის ფარგლებს მიღმა მოღვაწეობას რამდენიმე ასპექტი მიუთითებს. ძირითადად ეს არის 9, 4, 12 სახლები და მათი მმართველი პლანეტების ასპექტაცია. ნებისმიერი კარგი ასტროლოგი, რომელიც თქვენთვის პირადი კონსულტაციისას რუკას ადგენს, აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას იმაზე, არის თუ არა თქვენთვის მომგებიანი საზღვარგარეთ ყოფნა. ეს იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში, ამა თუ იმ ადამიანს კარმული მისიის მიხედვით საერთოდ ეკრძალება უცხოეთში ცხოვრება და ზოგადად, უცხოელებთან კონტაქტი.

თუკი საქმეში ჩარეულია რახუ – ანუ ჩვენი აღმავალი მისია და იგი მშვილდოსნის ზოდიაქოში ან მეცხრე სახლში მდებარეობს, ამ შემთხვევაში ადამიანისთვის საზღვარგარეთ ცხოვრება არათუ კარგი, ბედისწერით განსაზღვრულიც არის და მას ცხოვრება თავად დაულაგებს ისე მოვლენებს, რომ ამ უკანასკნელმა საზღვარგარეთ ცხოვრება შესძლოს.

მაგრამ, თუ იმავე მშვილდოსნის ზოდიაქოში და მეცხრე სახლში ჩვენი დაღმავალი მისია ანუ კეტუ განლაგდა და ამას შავი მთვარის მშვილდოსანში ან ზემოთ ხსენებულ მეცხრე სახლში ყოფნაც დაემატა, მაშინ ადამიანისთვის უცხოეთი და ზოგადად უცხოელები, შესაძლოა უდიდესი ტრაგედიის მიზეზად იქცეს ცხოვრების მანძილზე.

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ადამიანის პირად კოსმოგრამაში, იგივე შავი მთვარე კირჩხიბში ან ზოდიაქოს მეოთხე სახლშია განთავსებული, ასეთი ადამიანისთვის პირიქით – მშობლიური ქვეყანა შეიძლება "ციხედ" იქცეს და მას საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, მხოლოდ უცხოეთში მიეცეს.

შესაბამისად, სანამ ქვეყნის საზღვრებს გარეთ სამუდამო ან ხანრგრძლივი ვადით ცხოვრებას გადავწყვეტთ, ურიგო არ იქნება დეტალური კონსულტაცია გავიაროთ ასტროლოგთან საიმისოდ, რომ ზუსტად განვსაზღვროთ რამდენად არის ჩვენთვის მიზანშეწონილი სამშობლოდან შორს ყოფნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100