2013 წლის ახალი თაობის Smart TV -ის ოფიციალური წარდგენა
„LG გეგმავს გახდეს ინდუსტრიის წამყვანი კომპანია პროდუქციის ფართო მასშტაბიანი ხაზით, Smart TV-ის უნიკალური შესაძლებლობების გამოყენებით.“
21 ივნისი 2013 წელი 18:00 საათი , სასტუმრო “Radisson Blue IVERIA”- საერთაშორისო კომპანია Aray Tomorrow წარმოგიდგენთ საოჯახო ტექნიკის ინოვატორი კომპანია LG Electronics-is, მაღალი ხარისხის პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ გამოშვებული პროდუქციის ახალ ხაზს - Smart TV.
ღონისძიებას დაესწრებიან სპეციალურად ამ პრეზენტაციისათვის ჩამოსული LG Electronics-is დელეგაცია სამხრეთ კორეიდან.
LG ელექტრონიქსის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი უძღვება „გენიალური პროდუქციის“ განვითარებასა და ძირეული ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას მსოფლიო კლასის ტელევიზორების ხაზის გამოშვებით. პროდუქციის უახლესი ხაზი- Smart TV მიმართულია მომხმარებელთა ყოველდღიური ცხოვრებაში მაქსიმალური კომფორტის შეტანისაკენ.
საქართველოში lg eLECTRONIC-ის უახლესი 2013 წლის Smart TV ტელევიზორების შეძენა, მხოლოდ “Aray Tomorrow”-ს და მის პარტნიორ მაღაზიათა ქსელში იქნება შესაძლებელი.
სპეციალურად Smart TV -ის უახლესი მოდელების წარდგენისათვის, სამი ქართველი დიზაინერი წარმოადგენს “Made in Georgia”-ს სახელით კონცეპტუალურ კოლექციას, რომელიც ინსპირირებულია LG-ის ინოვაციური ტექნოლოგიების ხაზის გათვალისწინებით.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულებისას, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ მოისმინონ ცოცხალი მუსიკა და დააგემოვნონ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მენიუ.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ Aray Tomorrow-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს .
ელენე ქარუმიძე - TEL – 595 99 83 84
E-mail –[email protected]
კომენტარი