ბიჭმა მეგობრის მცირეწლოვანი შვილი სარეცხ მანქანაში ჩაკეტა
პოლონეთში 18 წლის ბიჭს მეგობარმა თავისი 2 წლის შვილი დაუტოვა, რათა მიეხედა და თავად სამსახურში წავიდა. თინეიჯერმა ბავშვი სარეცხ მანქანაში ჩაკეტა და თან ვიდეოს იღებდა, რომელშიც ბავშვი განწირული ტირის, თვითონ კი ამაზე ეცინება.
როგორც აღმოჩნდა, დედამ ამის შესახებ არაფერი იცოდა, სანამ ვიდეო სოციალური ქსელით არ გავრცელდა და სამართალდამცველებმა არ მიაკითხეს ოჯახს. რაც შეეხება 18 წლის ადამსა და ბავშვის მამას, 22 წლის ტომაშს, მცირეწლოვანის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის სასჯელი ემუქრებათ.
კომენტარი