პროფესიონალი სომელიეები „სმარტში“
„სმარტში“ მომხმარებლებისათვის ღვინისა თუ სხვა ალკოჰოლური სასმელების შეთავაზებაზე პროფესიონალი სომელიეები იზრუნებენ
სუპერმარკეტი „სმარტისა“ და „საქართველოს სომელიეთა ასოციაციის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შედეგად, ამიერიდან „სმარტის“ სუპერმარკეტებში მომხმარებლებისათვის ღვინისა თუ სხვა ალკოჰოლური სასმელების შეთავაზებაზე პროფესიონალი სომელიეები იზრუნებენ. მემორანდუმს ხელი 1 მარტს მოეწერა და „სმარტის“ სომელიეთა პირველ ჯგუფს სერტიფიკატები ღვინოთმცოდნეობის კურსის წარმატებით გავლისათვის, საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
„“სმარტი“ მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისათვის სასიამოვნო სიახლეების შეთავაზებაზე და მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვაზე. ქართულ ღვინოს გამორჩეული ადგილი უჭირავს ჩვენი ქვეყნის ისტორიასა თუ კულტურაში, შესაბამისად, გადავწყვიტეთ „სმარტში“ მომხმარებელს ღვინისა თუ სხვა ალკოჰოლური სასმელების შერჩევა პროფესიონალი სომელიეს დახმარებით შევთავაზოთ. ამით ჩვენ ღვინის პოპულარიზაციასაც შევუწყობთ ხელს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მომხმარებლებში. ტურისტები განსაკუთრებულად ხშირად რუსთაველის გამზირზე მდებარე „სმარტს“ სტუმრობენ. „სმატში“ 1000-ზე მეტი დასახელების ალკოჰოლური სასმელია და ვფიქრობთ ჩვენი სომელიეების დახმარებით მომხმარებლისთვის არჩევანის გაკეთება მეტად კომფორტული გახდება“, - აცხადებენ „სმარტში“.
„სმარტის“ სომელიეებმა ღვინოთმცოდნეობის კურსის ფარგლენბში ქართული ღვინის ისტორია და მეღვინეობა, სომელიეს ხელოვნება, ღვინის გემოები და ღირსებები, გასტრონომიული წყვილები და სხვა საგნები შეისწავლეს.
„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
კომენტარი