გუგლის ეფექტი, კიბერჰონდრია და ინტერნეტითა და მობილურით გამოწვეული 8 ფსიქოზი
კიბერნეტიკის საუკუნემ 8 ახალი ტიპის ფსიქოზი გააჩინა. ყველა მათგანის გამომწვევი მიზეზი მობილურები და ინტერნეტია, ახალი ტიპის ფსიქოზების ჩამონათვალს 3Dnews აქვეყნებს.
ფანტომური ზარის სინდრომი - დაავადების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს ეწყება ჰალუცინაციები, ელანდება ტელეფონის ზარი ან ვიბრაცია, მაშინ როდესაც ტელეფონი სულაც არ რეკავს. ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია და მას კავშირი აქვს ფსიქოლოგიურ სტრესთან.
ნომოფობია - ეს ტერმინი no mobile fobia (მობილურის არქონის ფობია) შემოკლების შედეგად იქნა მიღებული. აღნიშნული ფსიქოზი საკმაოდ გავრცელებულია, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მობილურის დამჯდარი აკუმულარტორი, ან შემთხვევით სადმე დატოვებული მობილური ადამიანში პანიკას იწვევს.
კიბერავადმყოფობა - ამ დაავადების არსი მდგომარეობს, იმაში, რომ ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ზოგიერთ კომპიუტერულ ტექნიკასთან კავშირისას ეწყება თავბრუსხვევა, გულისრევა და დეზორიენტაცია. ეს დაავადება 1990-იან წლებში პირველ ვირტუალურ მოწყობილობასთან ერთად გაჩნდა. აღსანიშნავია, ისიც, რომ აიფონის ზოგიერთ მფლობელს იგივე სიმპტომები აღენიშნებოდა iOS - ის განახლების შემდეგ. კიბერავადმყოფობის მეორე სახელწოდება გახლავთ „ციფრული ზღვის დაავადება“
Facebook დეპრესია - აღნიშნული დაავადების არსი შემდეგში მდგომარეობს: ადამიანები ფეისბუქ ფრენდების სიმრავლის ან სიმცირის გამო დეპრესიაში ვარდებიან. კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მედ დროს ატარებს ადამიანი ფეისბუქთან მით უფრო ნეგატიურია მისი დამოკიდებულება საკუთარი ცხოვრების მიმართ. დაავადების გამომწვევი მიზეზი გახლავთ ის ფაქტი, რომ ადამიანები სოციალურ ქსელში ისეთ ფოტოებსა და პოსტებს აქვეყნებენ რომლებიც მათ საუკეთესო მხარეს წარმოადგენს. ამის გამო ფეისბუქდამოკიდებულ პიროვნებებს უჩნდებათ აზრი, რომ სხვების ცხოვრება კარგია მათი კი ცუდი.
ინტერნეტ-დამოკიდებულება - ეს გახლავთ ადამიანის ავადმყოფური სურვილი იმისა, რომ მუდმივად ჰქონდეს კავშირი ინტერნეტთან, რაც ცხოვრების სხვა სფეროებზე უარყოფით გავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება ადამიანებს პირად ცხოვრებასა და კარიერაში ხელს უშლის, მეცნიერები საბოლოო დასკვნას არ დებენ და დღემდე კამათობენ, მიაკუთვნონ თუ არა ინტერნეტდამოკიდებულება ფსიქიურ დაავადებათა რიცხვს.
ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულება - ეს საკმაოდ საშიში და გავრცელებული დაავადებაა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ონლაინ თამაშების გამო ადამიანს დაუკარგავს სამსახური, ოჯახი და საბოლოო ჯამში საკუთარი ცხოვრება. სერიოზულ დეპრესიასთან ერთად ეს დაავადება სხეულის გამოფიტვასაც იწვევს და ხშირად თვითმკვლელობის მიზეზიც ხდება
კიბერჰონდრია - ამ დაავადების მატარებლებს, ეჩვენებათ, რომ მათ სჭირთ ყველა ის დაავადება, რომლის შესახებაც ინტერნეტში წაუკითხავთ. მათ შეუძლიათ, რომ უბრალო თავის ტკივილის გამო საკუთარი თავი დაარწმუნონ, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვთ. მსგავსი აზრები კი შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რეალური პრობლემების მიზეზიც შეიძლება გახდეს.
გუგლის ეფექტი - ამ დაავადების მატარებელ ადამიანებს, მიაჩნიათ, რომ მათ ცოდნა არაფერში სჭირდებათ, რადგან ინტერნეტში ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება მარტივად შეიძლება. აღნიშნული დაავადების ყველაზე ცუდი მხარე ის გახლავთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გუგლის ეფექტით დაავადებული ადამიანი თვლის, რომ ცოდნა საჭიროა, მაგრამ ქვეცნობიერის გავლენით მისი ტვინი ინფორმაციის დამახსოვრებაზე უარს აცხადებს.
კომენტარი