ისპანახი ერბოკვერცხით
მასალა:
ისპანახი - 1 კილოგრამი
ხახვი - 3-4 თავი
ერბო - 4 სუფრის კოვზი
კვერცხი - 4 ცალი
მწვანილი - 4-4 ძირი
მარილი, პილპილი – გემოვნებით
ისპანახი დავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში და მოვხარშოთ. გადავწუროთ საწურზე, გავაცივოთ და ხელით გავწუროთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვხრაკოთ ერბოში, დავუმატოთ მოხარშული, გაწურული ისპანახი, დავამატოთ კიდევ ერბო და ერთად მოვხრაკოთ. ჩავუმატოთ ქინძი, ოხრახუში, კამა, მარილი, პილპილი.
ავთქვიფოთ ორი კვერცხი, ავურიოთ მოშუშულ ისპანახში, კიდევ ავთქვიფოთ ორი კვერცხი და ისპანახს ზევიდან მოვასხათ, დავხუროთ ხუფი და ვშუშოთ, სანამ კვერცხი მზად არ იქნება.
კომენტარი