სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კაპიტი - დიდი ბიფშტექსი

მასალა:

1 კილოგრამი ძროხის ხორცი (არანაკლებ 5 სმ სისქის ნაჭერი)

60 გრამი კარაქი ან მარგარინი

300 გრამი სოკო

½ ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში

40 გრამი საფანელი

½ ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა

1 ცალი კვერცხი

მარილი

შავი პილპილი

წითელი პილპილი

კარაქი გავაცხელოთ და მასში ვწვათ სოკო 5 წუთის განმავლობაში. დავამატოთ საფანელი, ოხრახუში, ლიმონის ცედრა, ათქვეფილი კვერცხი. შიგთავსს კარგად მოვაყაროთ პილპილი და ავურიოთ. ხორცის ნაჭერი ჩავჭრათ ჯიბისებურად, ამოვავსოთ შიგთავსით და კიდეები მაგრად ჩავუკეროთ. ბიფშტექსი შევბრაწოთ დიდი რაოდენობით ცხიმში ორივე მხრიდან, შემდეგ 2 საათით შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ დაბალ ცეცხლზე, დროდადრო ვასხათ თავისივე წვენი. ბიფშტექსი სუფრაზე მწვანე სალათასთან ან შემწვარ კარტოფილთან ერთად მივიტანოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100