სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: თქვენი საქმიანობა უფროდაუფრო საინტერესო ხდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა ახალი დავალებები მიიღოთ. ეცადეთ რაც შეიძლება კარგად გამოიძინოთ და მიირთვით მხოლოდ ჯანსაღი საკვები. თქვენ აუცილებლად შეუდარებელ ფორმაში უნდა იყოთ, რადგან უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება მოგიწევთ.

კურო: თუ გსურთ უფრო მიმზიდველნი იყოთ, მაშინ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენს ინტელექტს. ეცადეთ განათლების მხრივ განვითარებას და შეძლებთ ყურადღების მიქცევას. თქვენთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე საათით საკუთარ თავთან დარჩენა, ამიტომ საღამოს საათები სრულ მარტოობაში გაატარეთ.

ტყუპები: არავითარ შემთხვევაში არ მიაქციოთ ყურადღება იმ ჭორებს, რომლებსაც დღეს გაიგებთ. ეს ყოველივე თქვენთვის მეტად უმნიშვნელო იქნება. ეცადეთ დაკისრებულ მოვალეობებზე კონცენტრირებას. იყავით მაქსიმალურად მობილიზებულნი, რადგან თქვენი კოლეგების გარკვეული ნაწილი თქვენზე ნეგატიური შთაბეჭდილების შექმნას შეეცდება.

კირჩხიბი: დღეს შესაძლოა გარკვეული დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდეთ. შეეცდებით საკუთარი პოზიციების დაცვას, შესაძლოა ტყუილის თქმაც მოგიწიოთ, მაგრამ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შემთხვევაში აუცილებლად ინანებთ. ამიტომ მოეჭიდეთ მხოლოდ სამართლიანობას და ნუ ეცდებით თქვენი კეთილდღეობისთვის რიგი ადამიანების ჩაძირვას.

ლომი: მიენდეთ საკუთარ გულს. შესაძლოა ეს თავდაპირველად ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ აუცილებლად გესაჭიროებათ ცხოვრებაში გარკვეული კრიტერიუმების შეცვლა. უკანასკნელი დროის მანძილზე გადადგმულ ნაბიჯებში ბევრი შეცდომა დაუშვით, სამწუხაროდ ახლა სინანული გვიანია. ეცადეთ წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას. კარგი იქნება წარსულში ჩატოვებული თქვენთვის მნიშვნელოვანი ადმიანების გახსენებასაც თუ ეცდებით.

ქალწული: შესაძლოა ახალი ურთირთობების წამოწყება მოგიწიოთ, მაგრამ ეს არც თუ ისე მარტივი იქნება, როგორც თქვენ გგონიათ. ამიტომ, წინასწარ შეემზადეთ და აღნიშნულ ვითარებაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ. ახალ ურთიერთობებში რაც უფრო მტკიცედ მოაჩვენებთ სხვებს თავს, მით უკეთესი იქნება თქვენთვის.

სასწორი: ძალიან ხშირად ყოფილა შემთვევები, როცა გარშემომყოფები თქვენ დახმარების ხელს გიწვდიდნენ. ამის გამო კი ყოველთვის მადლიერების გრძნობით ივსებოდით. ძალიან კარგად იცით თუ როგორ უნდა ასიამოვნოთ ადამიანს. ხასიათის ეს მაჩვენებელი თქვენს ცხოვრებაში წარმატების მომტანი იქნება. სწორედ ამის გამო გარშემომყოფები თქვენდამი მუდამ პოზიტიურად არიან განწყობილნი.

მორიელი: დღევანდელი დღე მრავალ სიახლეს მოგიტანთ. ახალი სიტუაციები კი პოზიტიურად განგაწყობთ მომავლისადმი. ნუ ეცდებით დღეს არსებული დაბრკოლებებისა და პრობლემების გადალახვას. იყავით რაც შეიძლება მხიარული და ეცადეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს დიდი ყუადღება დაუთმოთ.

მშვილდოსანი: დღეს შეძლებთ მრავალი საკითხის მაქსიმალურად ობიექტურად შეფასებას. ეს ყოველივე დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხოლოდ სიმართლის თქმა და სამართლიანობა. ამიტომ, ხასიათს ნუ გაიფუჭებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით და არა ისე, როგორც სხვებს სურთ.

თხის რქა: კარგი იქნება თუ გამონახავთ მცირე დროს და მხოლოდ საკუთარ მეგობრებსა თუ ახლობლებს დაუთმობთ. ეცადეთ მათ თქვენს პრობლემებზე ესაუბროთ. თქვენთვის საყვარელი ადამიანები კი აუცილებლად მოგცემენ რჩევებს, რომლელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც დიდ შვებას იგრძნობთ.

მერწყული: დროთა განმავლობაში თქვენ ადამიანების ამოცნობა ისწავლეთ, ამის გამო კი გარშემომყოფებისადმი უნდობლობის გრძნობა გაგიჩნდათ. შეუძლებელია ითქვას, რომ ეს თვისება უარყოფითია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება უნდობლობა გამოიჩინოთ უახლოესი მეგობრებისა და მშობლებისადმი. გახსოვდეთ, რომ ეს ადამიანები მხოლოდ თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნავენ და ნუ ატკენთ მათ გულს აღნიშნული თვისების გამო.

თევზები: ეცადეთ რაც შეიძლება ლმობიერნი იყოთ. დღეს სიჯიუტე არ გამოგადგებათ. კარგი იქნება თუ თქვენს ირგვლივ წარმოქმნილ კონფლიქტებში არ ჩაებმებით. მიუხედავად ამისა, ეცადეთ არცერთი დეტალი არ გამოგრჩეთ. ხოლო უსამართლობის შემთხვევაში, ეცადეთ სამართლიანობის აღდგენას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100