"ოცნებას" კოშმარი ევროპარლამენტშიც უწოდეს
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის შესახებ განხილვა მიმდინარეობს - მოსმენაზე ევროპარლამენტარმა, სანდრა გომეს ლოპესმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსის ჩვენს ქვეყანაში არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ჰკითხა.
სანდრა გომეს ლოპესმა კითხვის დასმის დროს "ქართულ ოცნებას" კოშმარი უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოში წელს კონტრავერსული არჩევნები ჩატარდა.
საქართველომ 2023 წელს მიიღო კანდიდატის სტატუსი იმედით, რომ ქვეყანაში ახალი სისოცხლე დაიწყებოდა რეფორმებით, მაგრამ საქართველოში ახლა ჩატარდა კონტრავერსული არჩევნები. ევროპული ოცნება გახდა კოშმარი. ამ კონტექსტში ევროკავშირი აწყდება რთულ გამოწვევებს საქართველოში. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ პოლიტიკური კლასი, ეს უდავოა. მათ უნდა იზრუნონ დემოკრატიულ რეფორმებზე. ეს შეუსაბამოა, თუ მათ უნდათ ევროკავშირი. პარალელურად, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელსაც უნდა ევროკავშირში წევრობა. ეს როგორ უნდა დავაბალანსოთ?", - მიმართა სანდრა გომეს ლოპესმა მარტა კოსის.
"საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების პროცესი კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ მთავრობა გზიდან გადავიდა" - თქვა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსიმ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
"ჩვენ იმისთვის შევწყვიტეთ გაწევრიანების პროცესი, რომ მათ მიიღეს კანონები, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის" - ამბობს მარტა კოსი.
ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. მაშინ, როდესაც ჩვენ ეს პროცესი საქართველოსთან დავიწყეთ, მკაფიო და ნათელი გზები დავსახეთ, თუ როგორ შეიძლება წინსვლა. სტატუსის მინიჭების პროცესი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ როგორც თქვენც აღნიშნეთ, მთავრობა ამ გზიდან გავიდა.
არსებობს ჯერ კიდევ იმედი, რომ დემოკრატიული ძალების მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გზას. თუ ისინი ამას გადაწყვეტენ, მე ვიქნები პირველი, ვინც მათ მხარში დაუდეგა, მაგრამ მათ პირობები სრულად უნდა შეასრულონ.
ჩვენ იმისთვის შევწყვიტეთ გაწევრიანების პროცესი, რომ მათ მიიღეს კანონები, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის, ამიტომ მათ უნდა მოიშორონ ასეთი კანონები. ჩემი აზრით სამოქალაქო საზოგადოება არის ერთგვარი "მაყურებელი ძაღლის" მატარებელი ყველა ქვეყანაში. მე ვგეგმავ, გავაძლიერო ისინი და მათი ხმა იყოს ყველაზე მტკიცე და ძლიერი", - ამბობს მარტა კოსი.
კომენტარი