ერთი თვის ბავშვი ქუჩაში მთელი ღამე მარტო დატოვეს - დედას, რომელმაც შვილი მეგობარ მამაკაცს ჩააბარა ბინაში მშვიდად ეძინა
მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიება დაიწყო ახალშობილის საქმეზე , რომელიც ღამით ქუჩაში დარჩათ.
გავრცელებული ინფორმაციით, წინა საღამოს დედამ მეგობარ მამაკაცს სთხოვა ბავშვისთვის მიეხედა, მამაკაცმა კი ბავშვი ქუჩაში დატოვა, დედას კი ამ დროს ბინაში მშვიდად ეძინა.
მეორე დღეს, ბავშვი, რომელიც ერთ თვეზე ცოტა მეტი ასაკისაა, გამთენიისას გამვლელმა იპოვა და სასწრაფოს და პოლიციას დაურეკა.
საბედნიეროდ, ბავშვის ჰოსპიტალიზირება არ გახდა საჭირო,რადგან ის სრულიადნ ჯანმრთელი აღმოჩნდა.
პოლიციამ დედის იდენტიფიცირება მოახდინა: ის 26 წლის გოგოა, რომელიც სოფლიდან არის ჩამოსული მოსკოვში და ქირით ცხოვრობს მეგობართან და მის ორ შვილათან ერთად.
ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე, პოლიციამ სხვა ახალშობილიც იპოვა საავადმყოფოს ეზოში, გავრცელებული ინფორმაციით ბავშვი მოპარული იყო.
უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა
კომენტარი