ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება 3400-დან 8500-მდე უკრაინული გრივნას ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა განმარტა, რა ბრალდებას უყენებენ მის კლიენტს.
ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გათვალისწინებულია უკრაინის ადმინისტრატიული კოდექსის 204-ე
მუხლით.
„ამ მუხლის შესაბამისად სასჯელი 3400-დან
8500-მდე გრივნას (130- 330-მდე
დოლარის) ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს“, - დასძინა ადვოკატმა.
დღეს, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ ადმინისტრატიული პროტოკოლი გადასცეს.
კომენტარი