სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სუიციდი სიყვარულის გამო - თბილისში 17 წლის ბიჭმა თავი მოიკლა

სუიციდის შემთხვევა თბილისში - 17 წლის მოზარდმა სოციცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა გუშინწინ ღამით მოხდა.

დრონი.ჯი-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანი მუხიანში ქირით ცხოვრობდა, თუმცა შემთხვევა სხვა უბანში მოხდა - მოზარდი ბიჭი ერთ-ერთ მშენებარე კორპუსის მაღალ სართულზე ავიდა და იქიდან გადმოხტა.

როგორც ანონიმურმა წყარომ დრონი.ჯი-ს უამბო, ბიჭმა სუიციდის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეყვარებული დაშორდა:

"ერთმანეთი ძალიან უყვარდათ ამ ბიჭს და მის შეყვარებულს. სკოლის შემდეგ სულ ერთად ატარებდნენ დროს, სახლის წინ სკვერში იყვნენ მთელი დღე. არ ვიცი რა მოხდა, თუმცა გავიგეთ, რომ ერთმანეთს დაშორდნენ და შემდეგ ეს უბედურება დატრიალდა" - აცხადებს ჩვენი წყარო.

შსს ადასტურებს მომხდარ ფაქტს - უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა გამოძიების დასრულებისა და ექპერტიზის პასუხის შემდეგ ნათელი იქნება, თუ რა კუთხით წარიმართება საქმე:

"გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რადგან პირველადი ვერსიით ეს იყო სუიციდი, თუმცა, როდესაც მზად იქნება ექსპერტიზის პასუხი, უფრო ზუსტად გამოიკვეთება სურათი, იყო თუ არა ნამდვილად სუიციდი" - განაცხადა შსს-ს პრესსამსახურმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100