რუსეთის პრეზიდენტმა Twitter-ზე ოპონენტების წინააღმდეგ უცენზურო ფრაზები გამოფინა
რუსული ინტერნეტსამყარო შოკშია: დაახლოებით ერთი საათის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა Twitter-ში, საკუთარ მიკრობლოგზე „ედინაია როსიას“ მოწინააღმდეგეთათვის გამიზნული უცენზურო ფრაზები გამოფინა. უცენზურო სიტყვები სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში იდო მედვედევის მიკრობლოგზე, შემდეგ კი იგი ავტორმა წაშალა, თუმცა, ბლოგერებმა მაინც მოასწრეს სკრინშოტის გადაღება, რომელიც ახლა ელვის სისწრაფით ვრცელდება.
მართალია, დიმიტრი მედვედევს უცენზურო სიტყვები თავად არ დაუწერია და მხოლოდ კონსტანტინ რიკოვის ფრაზის ე.წ. „რეტვიტით“ დაკმაყოფილდა, მაგრამ ეს ქმედება რომ რიკოვის პოზიციის გაზიარებას ნიშნავდა, როგორც ჩანს, თვითონვე მიხვდა და რეტვიტი სასწარფოდ წაშალა.
კონსტანტინე რიკოვი თავის ფრაზაში მათ გამოეხმაურა, ვინც „ედინაია როსიას“ «партия жуликов и воров»-ს უწოდებს. რიკოვმა, კერძოდ, დაწერა (ფრაზას ორიგინალში, თარგმანის გარეშე გთავაზობთ, ავტორის სტილი დაცულია):
«Сегодня стало очевидно, что если человек пишет в блоге словосочетание «партия жуликов и воров» он тупо баран е**ный в рот :)» - სწორედ ეს ტვიტი გაჩნდა გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში მედვედევის მიკრობლოგზე და გამოქვეყნებიდან ათ წუთში წაიშალა...
მომზადებულია "გაზეტა.რუ"-ზე დაყრდნობით
კომენტარი