სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი კობახიძე: გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სქემის სათავეში დგანან

„ნაციონალურ მოძრაობას აქვს მცდელობა, ოპოზიციის რანგში გააკეთოს ის, რასაც აკეთებდა 2012 წლის ჩათვლით და უფრო ადრე, როცა ხელისუფლებაში იყო“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე რუსთავში ორმაგი მარკირებით ხმის მიცემის შემთხვევებთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობა მუდმივად ინარჩუნებდა ხელისუფლებას გაყალბებით. ბუნებრივია, ამ მასშტაბის გაყალბების თავი მათ დღეს არ აქვთ, თუმცა მათ აქვთ მცდელობა საკუთარი რესურსების ფარგლებში ყველა ზომა მიიღონ, რათა შეეცადონ არჩევნების გაყალბებას, მათ ამის შანსი არ აქვთ. ჩვენ ვნახეთ ნაცმოძრაობის წარმომადგენლების შეშინებული სახეები, როდესაც ისინი საუბრობდნენ გამოვლენილ სქემასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ შევაშინებ მათ და გავაფრთხილებ, რომ ამ სქემას აუცილებლად ექნება უმკაცრესი რეაგირება და გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სქემის სათავეში დგანან. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი გაფრთხილება. ასევე მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, მიიღონ შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ მოხდეს შესაბამისი რეაგირება ამ ძალიან მძიმე სამართალდარღვევაზე“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ლაგოდეხის მე-15-ე უბანზე მომხდარ სამართალდარღვევაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ უბანზე ნაცმოძრაობის წევრს საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების მოპარვა მოსთხოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100