
ხვალიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ამინდი საგრძნობლად გაუარესდება
25 თებერვალს, საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
„25 თებერვალს საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარი