სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან კალანდაძე: „ომბუდსმენის შეფასებები ხუდონჰესთან დაკავშირებით ცალმხრივი და ტენდენციურია“

არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ხელმძღვანელმა, ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ უჩა ნანუაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ხუდონჰესის პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ინვესტიციის მიმზიდველობის საკითხის და ეკონომიკური ანალიზის არაჯეროვნად ჩატარების თაობაზე ტენდენციური უწოდა.

„ნებისმიერი,თუნდაც უმნიშვნელოდ მცირე ინვესტიციის განხორციელების დროსაც კი, ინვესტორი პირველ რიგში პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასებას და ეკონომიკურ ანალიზს აკეთებს. როგორ ფიქრობთ, ისე განახორციელებს ხუდონჰესში ინვესტორი მილიარდ ორასი მილიონი აშშ დოლარის ჩადებას, რომ შესაბამისი გათვლები და ანალიზი გაკეთებული არ იყოს?! ეს ხომ სრული აბსურდია! პრობლემა რეალურად ის არის, რომ ბატონი უჩა ნანუაშვილი რაღაც უცნაურ, ერთგვარ „გაბუტულ“ პოზაშია – ამ საკითხებზე არ ელაპარაკება არც ენერგეტიკის და არც ეკონომიკის სამინისტროებს, არც აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ფინანსური და ეკონიმიკური გათვლების დოკუმენტებს და განსახლების გეგმას იცნობს და ამიტომ ბუნებრივია, მისი შეფასება ხუდონჰესის პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობის და ეკონომიკური სარგებლიანობის საკითხზე ცალმხრივი და მკვეთრად ტენდენციურია“ – აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100