სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„გუდვილის“ რეაბილიტაციის მმართველის კანდიდატურა კრედიტორთა საბჭომ დაასახელა

კომპანიაგუდვილისრეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლის თაობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო 30 იანვარს მიიღებს, სადაც მოხდება რეაბილიტაციის მმართველის კანდიდატის დამტკიცება.

რეაბილიტაციის მმართველის კანდიდატურა უკვე შერჩეულია კრედიტორთა საბჭოს მიერ. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თიბისი ბანკმა თავი შეიკავა რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატის დასახელებისგან და დაეთანხმა დანარჩენი კრედიტორებისგან წამოყენებულ კანდიდატურას. ამ ფაქტის დადასტურება შეუძლია „გუდვილის“ დანარჩენ კრედიტორებს.

თუმცა, „გუდვილი“ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოება შეცდომაში შეყავს ამ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, სრული სიყალბე და ცილისწამებაა „გუდვილის“ განცხადება, თითქოსდა რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნება პირი, რომელიც „თიბისი ბანკის ინტერესებს გაატარებს, კომპანიის საბოლოო გაკოტრების მიზნით“.

რაც შეეხება „გუდვილის“ დამფუძნებლის, გოგი შევარდნაძის წილის დაყადაღებას ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, აქაც ფაქტის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება: თიბისი ბანკის, როგორც „გუდვილის“ ძირითადი კრედიტორის ინტერესი არ არის ამ აქტივის „დასაკუთრება“. ბანკის ერთადერთი ინტერესია გაცემული სესხის ამოღება, რის ერთ-ერთ კანონიერ საშუალებას წარმოადგენს როგორც სესხის უზრუნველყოფაში დაგირავებული, ისე თავდების აქტივების რეალიზაცია საჯარო აუქციონზე.

შესაბამისად, მოხდება ხსენებული აქტივის გაყიდვა აუქციონის წესით, რის შედეგადაც შემცირდება კომპანიის დავალიანება, რაც, საბოლოო ჯამში, დაეხმარება კომპანიას დაძლიოს ურთულესი კრიზისი და განაგრძოს ფუნქციონირება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100