მარტოხელა დედა, დაუდგენელი დიაგნოზი და 1 წლის ქართველი ბიჭუნა რომელიც სიკვდილს ებრძვის
ანდრეა კასრაძე (საქართველო, ქალაქი გორი). ასაკი - 1 წლის და 4 თვის. ოჯახის სოციალური მდგომარეობა - მარტოხელა დედა, უმუშევარი. დიაგნოზი- დაუდგენელია. ესაჭიროება - გამოკვლევა და დიაგნოზტიკა გერმანიაში. თანხა: 20 000 ევრო
პატარა ანდრეა დაიბადა 2013 წლის 22 იანვარს გაგუას კლინიკაში, დედა მარინე კასრაძე არის მარტოხელა, დევნილი სამხრეთ ოსეთიდან, მის შემოსავლის წყაროს მშობლებისა და ახლობლების დახმარება წარმოადგენს.
ანდრეას ჯანმრთელობის პრობლემები გამოუვლინდა 1 თვის ასაკიდან, მას პროფილაქტიკური გასინჯვისას აღენიშნა წონაში მატების დეფიციტი, მკურნალმა ექიმმა დედას ბავშვის ჰოსპიტალიზაცია ურჩია, გამოკვლევებისას ანდრეას დაუსვეს ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი, გარდა ამისა კარდიოგრამამ აჩვენა ჩირქოვანი პერიპარდიტი რის გამოც გადიოდა ანტიბიოტიკოთერაპიის კურსს, თუმცა აღნიშნულ მკურნალობას შედეგი არ მოჰყოლია, რის შემდეგადაც გაკეთდა გულის ოპერაცია ჯოენის კლინიკაში.
1 თვის და 20 დღის ასაკიდან დღემდე აღენიშნება ნაწლავთა მოქმედება, სიხშირით დღეში 5-6 ჯერ. ანდრეა დედას გამოკვლევისათვის თურქეთში, ანკარაში ჰყავდა. იქაურმა გამოკვლევებმა დამატებითი საფრთხე შეუქმნა ბავშვის ჯანმრთელობას და გამოიწვია ანემია,თუმცა დიაგნოზტიკა მაინც ვერ მოხერხდა.
ამჟამად ბავშვი იმყოფება იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. პატარა ანდრეას საკვები ხელოვნურად, დრენაჟის მეშვეობით მიეწოდება, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მომნელებელი სისტემის სტაბილიზაცია და ავადობის დიაგნოზტიკა ჯერ კიდევ შეუძლებელია, მას გამოკვლევა ესაჭიროება გერმანიაში,რისთვისაც საჭიროა 13 240 ევრო გარდა ამისა ბავშვის გადაყვანა და შუამავალი კომპანიის მომსახუების ღირებულება (იხილეთ თანდართული ფაილი) ჯამში შეადგენს 20 000 ევროს. ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა გერმანიის კლინიკაში სამკურნალო თანხა სრულად.მცირედი 6 000 ევროღა დარჩა პატარა ანდრეას იმისათვის რომ გადარჩეს და გააგრძელოს ნორმალური განვითარება. დედას საზოგადოების გულისხმიერების იმედი აქვს.
ანდრეას დახმარების მსურველები გადადით ლინკზე http://wehelp.ge/view/content.php?id=41 და ჩარიცხეთ ნებისმიერი თანხა მის ანგარიშზე.
კომენტარი