სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიკვიძის ბაღში ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

დღეს თბილისში, კიკვიძის ბაღში „ქართული ოცნების“ გარემოს დაცვის ჯგუფის კოორდინატორი, ლაშა ჩხარტიშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს. ის თანამოაზრეებთან ერთად კიკვიძის ბაღში ხეების მოჭრას აპროტესტებდა.

სამართალდამცველთა ცნობით, ლაშა ჩხარტიშვილი მაშინ დააკავეს, როცა ის არ დაემორჩილა პოლიციელთა მითითებას, ჩავიდა ორმოში და მუშებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა.

ლასა ჩხარტიშვილს, სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ სამარტალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის გაასამართლებენ. სასამართლო პროცესი დაკავებიდან 12 საათის ვადაში უნდა ჩატარდეს.

ლაშა ჩხარტიშვილი კიკვიძის ბაღში იქ სამუშაოების დაწყების პირველ დღესაც იმყოფებოდა. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომასალაში, სადაც ჩხარტიშვილია აღბეჭდილი, კარგად ჩანდა, რომ „ქართული ოცნების“ წევრი მუშებს პირველივე დღეს ხმამაღალი ტონით ესაუბრებოდა და ხეების მოჭრისთვის გაცემული ნებართვის წარდგენას ითხოვდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100