სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვხედავ, რომ ხელისუფლება ქვეყნიდან იპარება. ჯანდაცვის მაღალჩინოსნები კი, რომლებიც ამ კოვიდ-ფაშიზმში მონაწილეობენ, ციხეშიც მიდიან" - ექსტრასენსს ალექსანდრე ბილიხოძის სკანდალური ინტერვიუ

დაპირებული ექსკლუზივი და ექსტრასენსს ალექსანდრე ბილიხოძის მორიგი, სკანდალური ინტერვიუ დრონი.ჯი-სთან, ამჯერად უკვე კოვიდ-პანდემიის "აფიორისა" და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ბედზე.

ალექსანდრეს, ჩვენი მკითხველი, წინა ინტერვიუდან და "სიცრუის დეტექტორიდან" უკვე კარგად იცნობს.

"ვხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი არ მიდიან, იპარებიან. ჯანდაცვის მაღალჩინოსნები კი, რომლებიც ამ გენოციდსა და კოვიდ-ფაშიზმში მონაწილეობენ, კანონით მოეთხოვებათ და ზოგი მათგანი ციხეშიც წავა. ეს არის გარდაუვალი!"

ასეთი შოკისმომგვრელი განცხადებით დასრულდა ჩვენი ინტერვიუ, მანამდე კი, ზოგადად, კოვიდ პანდემიაზე და მოსალოდენ საფრთხეებზე ვისაუბრეთ.

ალექსანდრე ბილოხოძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მან კორონავირუსის შესახებ წლების წინ იწინასწარმეტყველა.

- უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ პანდემიისგან სიურპრიზებს, თუ გავდივართ ბოლოში?

- კი, უნდა ველოდოთ, მაგრამ მთავარია არ მოვექცეთ ჯანმო-ს ზეგავლენის ქვეშ. არ უნდა დავთანხმდეთ იმ პროტოკოლზე, რაც არის გაწერილი, ანუ ჩვენმა მთავრობამ არ უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს, რომ ითვალისწინებს მათ მითითებებს.


მინდა გითხრათ, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ჯანმო-ს და არიან უფრო ჯანმრთელები, ვიდრე ჩვენ. ეს არის კოვიდ კორუფცია. მათი პროტოკოლის მიხედვით პიროვნული უფლებები გეკარგება, თუნდაც აცრა ავიღოთ, რომ გაიძულებენ რომ აიცრა, ეს არაფერი არ იყო კიდე, ეს საწყისი პროცესია და უფრო მეტად შეგვეხებიან კიდევ. პანდემია არ ყოფილა, არც არის და არც იქნება. ვირუსები იყო, არის და იქნება, მაგრამ პანდემია არ ყოფილა. ის აცრებიც არ უნდა გაგვეკეთებია, ეს არის მარაზმი, ეს არის მასონიზაციის გეგმის ნაწილი. მე არ გამიკეთებია და არ გავიკეთებ, აი მიწის ჭამა რომ მომიწიოს მაინც არ გავიკეთებ. არ შევიშხაპუნებ უბრალოდ ამ შხამებს. არ ვარ ანტივაქსერი, ვიკეთებ გრიპის ვაქცინას ოთხკომპონენტიანს შვიდი წელია და მშვენივრად ვარ.

- კი მაგრამ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კორონით მსოფლიოში და მაინც ამბობთ, რომ არ ყოფილა პანდემია?

- პირდაპირ გეტყვით, კი არ გარდაცვლილა, კლავენ. რომელი ადამიანი გაგიგიათ თქვენ, რომ სახლში გადიოდა მკურნალობას და გარდაიცვალა. ვერ მეტყვით. ყველას ამძიმებენ საავადმყოფოებში ამ მახინჯი პროტოკოლებით. ისეთი მედიკამენტებია ჩაშვებული საექსპერიმენტოდ, რომ გამოდის პაციენტი ბუკეტი. როგორც დაემართა თინა ხიდაშელს, მაპატიოს, მაგრამ თავს უფლებას მივცემ ვთქვა მასზე, რადგან ეს ინფორმაცია მაინც გასაჯაროებულია. ქალი გამოვიდა ბუკეტი კლინიკიდან, ყველა დაავადება დამართეს ერთად.

- პანდემიას არ აღიარებთ და უნდა გკითხოთ, კორონავირუსი არ გქონიათ?

- კოვიდი მქონდა ორჯერ, თან დიაბეტიკი ვარ, ინსულინ მომხმარებელი ვარ 2007 წლიდან. კი ბატონო მქონდა რთულად, მაგრამ სახლში გადავიტანე და მშვენივრად ვგრძნობ თავს.

- მიუხედავად ამისა აცრა მაინც არ გაიკეთეთ?

- არა და არც გავიკეთებ, მეტიც, მინდა გითრათ, რომ ექიმების უმრავლესობა თავიან დოზას ჰაერში ასხამენ და არ იკეთებენ და ისე იწერენ კოვიდ პასპორტებს. ბევრი ექიმი ვიცი მე ეგეთი. მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა გაიკეთა.
მე არ ვარ მომხრე ვაქცინაციის, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ, რომ ვინმეს რამე დავუშალო.


ასევე მინდა გითხრათ რომ სამღვდელოებაშიც ბევრმა არ გაიკეტა ვაქცინა. მე მყავს რამდენიმე მამაო "კლიენტი", ასე უხეშად რომ ვთქვა. ეს მთელმა ჩემმა სამეგობრომ და სამეზობლომ იცის. ყველა ადამიანები ვართ ხომ და ისინი ჩემთან რჩევებისთვის დადიან და ზუსტად მთგან ვიცი, რომ ბევრმა არ გაიკეთა, რადგან არ ემხრობიან ამ გენოციდს.

- თქვენი წინასწარმეტყველებით, როდის დასრულდება ეს ყოველივე?

- 2022 წელი არის გადამწყვეტი. ანუ არ უნდა მოვექცეთ ჯანმო-ს ზეგავლენის ქვეშ.

- და მაინც, როგორ მომავალს ხედავთ საქართველოში?

- საქართველოს არ ეხება არანაირი მასონიზაცია, არანაირი გენოციდი. სხვათაშორის ხმამაღლა ვიტყვი, რომ ეს ჩვენი ჯანდაცვის მაღალჩინოსნები, რომლებიც დღემდე მონაწილეობენ ამ გენოციდსა და ამ კოვიდ-ფაშიზმში, ამისთვის მოეთხოვებათ კანონით. ჩამოერთმევათ ყველა ქონება და რამოდენიმე ციხეშიც წავა. ეს არის გარდაუვალი.


ახლა შემოაგდებენ ახალ ვირუსს, ეს ძაან მინიმალურად შეეხება უკვე საქართველოს, იმიტომ რომ ქართველები მოვიდნენ უკვე აზრზე, მაგრამ იქნება ბუნებრივი კატაკლიზმები, უკვე ხშირი გახდა მიწისძვრები, მაგრამ საბოლოოდ გადავრჩებით. საქართველო გახდება რუქაზე ერთ-ერთი სანატრელი მწვანე წერტილი საცხოვრებელი თვალსაზრისით.

თუმცა მანამდე იქნება ეკონომიკური ვარდნა და გაჭირვება, მაგრამ ეს ყელაფერი 2022-ის ბოლოს უკვე მორჩება და შემდეგი წელი იქნება უკვე უკეთესი. ანუ მომდევნო წლიდან დაიწყება უკვე სასიკეთო ცვლილებები.

- და საქართველოს ხელისუფლებაში თუ ხედავთ ცვლილებებს?

- ჯერ იმას გეტყვით, რომ სრულიად აპოლიტიკური ვარ. ხელისუფლების ცვლილებას რაც შეეხება, ვხედავ, რომ შემოდის ახალი პარტია, რომელიც არც ნაცი ყოფილა, არც ქოცი. აბსოლუტურად არანაირი შეხება აქვს ამ ორ ძალასთან. ეს პარტია არის ღვთისნიერი, მორწმუნე, ახალგაზრდები, გამოცდილები - ბიოლოგები, ექიმები, ყველანაირი პროფესიის ადამიანები, რომლებიც პარტიად ჩამოყალიბდებიან მალე. ამათ რაც შეეხებათ, კი მიდიან, უფრო სწორად იპარებინ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100