აი რატომ არიან მაღალი თანამდებობის პირები აუტანლები
ორიგინალური ვიდეო აქცია ძალადობის წინააღმდეგ. VH1 - ის მიერ გადაღებული კლიპის კადრებში ვხედავთ, როგორ ძალადობენ სკოლაში სუსტ ბავშვებზე, ისინი კი ცნობილი ჰიტის "I will survive"- ის მუსიკაზე საკუთარი ტექსტით იწყებენ სიმღერას.
„მე შენი ბოსი ვიქნები, გაიძულებ იყო ჩემი მონა, ბოროტად გამოვიყენებ ჩემს ძალაუფლებას, შენ იქნები ერთ-ერთი მათ შორის ვინც გააპრიალებს ჩემს ფეხსაცმელებს.
დაგირეკავ დღისით და ღამით, გამოგიგზავნი მესიჯებს შაბათ-კვირას. არასოდეს არ დაგასვენებ.
შენს პატარა მაგიდასთან შენ ილაპარაკებ შენს სინანულზე და დარდზე.
თქვენ ჩემი შინაური ცხოველები იქნებით.“ - ამ სიტყვებს მღერიან ვიდეოში დაჩაგრული ბავშვები.
კლიპი კი მთავრდება ფრაზით: “Nerds today, bosses tomorrow. Don’t be bully (უმწეოები დღეს, ბოსები ხვალ. ნუ აიგდებ აბუჩად)
კომენტარი