სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იორმუღანლოში 13 წლის გოგო 16 წლის ბიჭმა მოიტაცა - პოლიცია არასრულწლოვნებს ეძებს

სოფელ იორმუღანლოში 13 წლის გოგო მოიტაცეს - გაუჩინარებულის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ გოგო თანასოფლელმა, 16 წლის არასრულწლოვანმა ბიჭმა მოიტაცა. არსებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭმა არასრულწლოვანი გოგო ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა.

სად არიან მოზარდები, სოფელში არ იციან. კახეთის სამხარეო პოლიცია უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ეძებს ორ არასრულწლოვანს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100