სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაღდადში მომხდარ აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყიდან გავრცელებული ცნობებით, სულ ცოტა, 31 ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაიჭრა ბაღდადში, თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ დანაღმული ავტომანქანით მოწყობილი აფეთქების შედეგად.

აფეთქება მოეწყო შიიტებით დასახლებულ უბანში, სადაც ხალხი დაკრძალვის ცერემონიაზე იყო შეკრებილი. აფეთქების შედეგად დაიწვა, ან დაზიანდა რამდენიმე მაღაზია, ბინა და ავტომანქანა. საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესის ცნობით, პოლიცია აცხადებს, რომ აფეთქებამდე რამდენიმე წუთის შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა სროლა დაიწყეს ბლოკ-პოსტთან იმავე შიიტურ უბანში და მოკლეს ორი პოლიციელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100