სპეცოპერაცია რუსულ დეზინფორმაციასთან მებრძოლი მკვლევარების სახლებში
ატლანტიკური საბჭოს ციფრული ლაბორატორიის მკვლევარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ფინანსური პოლიციის შესვლას მის საქმიანობას უკავშირებს. ეთო ბუზიაშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია ბოლო რამდენიმე თვეა იკვლევს იმას, თუ როგრო ერევა რუსეთი საქართველოს არჩევნებში.
ირკვევა, რომ ვიდრე პოლიცია ჩხრეკას დაიწყება, მკვლევარმა მასალის გადაგზავნა მოასწრი. ბუზიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ კვლევა გამოქვეყნდება.
"დილის 8 საათი იყო კაკუნი გაისმა. გასაღებად რომ მივედი, გამეცნენ როგორც გაზის შემოწმების სამსახურიდან, არ მითხრეს რომ იყვნენ ფინანსური პოლიციის თანამშრომლები და როცა კარი გავაღე შემოცვივდა 6 ადამიანი, ეგრევე ჩამომართვეს ტელეფონი და დაიწყეს პირადი ჩხრეკა. შემდეგ მითხრეს, რომ ტელეფონზე პაროლი მომხესნა, მე ვუთხრი რომ არ მოვხსნიდი, შემდეგ მითხრეს, რომ მაშინ სხვანაირად ადვოკატს ვერ დაუკსშირდებითო. ადვოკატის გარეშე მოხდა ჩხრეკა. ჩხრეკდნენ მთელ სახლს. თქვეს რომ აინტერესებდათ ორი სახის მასალა. ერთი დოკუმენტაცია - ფურცლებისგან რაც შედგება ყვლაფერი. მეორე ტექნიკა, ყველანაირი ტექნიკა წაიღეს. ლეპტოპები, დამტენები, ტელეფონი, მეხსიერების ბარათები და გაეცნენ ჩემს სამსახურის ჩანაწერებს, არ წაუღიათ, მაგრამ წაიკითხეს. ვმუშაობ სახლიდან, ლეპტოპი არის ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო. ჩემი საქმიანობა უშუალოდ ეხება რუსული საინფორმაციო პროცესების გამოძიებას მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში. მაგალითად როგორ ერევიან საქართველოს არჩევნებში რუსეთის წარმომადგენლები, ახლა ამ თემებზე ვმუშაობდი, რომელიც იმედია, რომ გამოქვეყნდება, რადგან მოვასწარი დაწერა. განმარტება არ მომაწოდეს, უბრალოდ თქვეს, რომ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან, რომელიც ეხებ თაღლითობას, ფულის გათეთრებას", - ამბობს ბუზიაშვილი.
ორგანიზაციის იურისტის თქმით, ჩხრეკა ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლის სახლში გზავნილია ამერიკისთვის და საერთო არაფერ აქვს იმ განცხადებასთან, რომ შტატებთან "ურთიერთობის დალაგებას ვაპირებთ".
წესით უნდა იყოს მითითებული რას ეძებენ, არაფერი ასეთი მითითებული არ არის. 8 საქართველოს მოქალაქეზე არის ჩხრეკის ეს ორდერი გაცემული. ჯამში არის 14 ადამიანი. კომბინაცია ამბების, ისტერიკა, პანიკა, ამასთან ერთად საზოგადოების დაშინების მცდელობა და მეორე მხრივ გზავნილი არის ამერიკისთვისაც, რომ ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლებთან რომ შემოდიხარ, ატლანტიკური საბჭო არის სამ მილიარდიანი კომპანია და აი აქ ფულის გათეთრების ბრალდებით ვაჟა-ფშაველაზე რომ შემოდიხარ ნიშანია იმისა, რომ რაღაცა გზავნილი გაქვს და ეს გზავნილი ნამდვილად არ არის ის, რაც მანამადე იყო, რომ ამერიკელებთან ვლაგდებით და ამერიკსი ელჩს შევხდებით და ა.შ.", - ამბობს კომპანიის იურისტი.
ცნობისთვის, დღეს „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც ფულის ჯგუფურად გათეთრებისა და ჯგუფური თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს.
კომენტარი