სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ელექტრონული შტამპის გამოყენების ნერგავს

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ქართულ ფინანსურ სივრცეში, კიდევ ერთ უნიკალურ სერვის ნერგავს. ეს არის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის გამოყენება, რომლითაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული დოკუმენტების დამოწმება როგორც ბანკის აგრეთვე მომხმარებლების მხრიდან.

საწყის ეტაპზე პროდუქტი განკუთვნილია საქართველოს მოქალაქე იურიდიული და ინდ.მეწარმე ფიზიკური პირებისთვის 2 მილიონ ლარამდე საბანკო გარანტიების გასაცემად. ეტაპობრივად ეს ტექნოლოგია გავრცელდება სხვა სერვისებზეც.

ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის დანერგვა თიბისის ციფრული ტრანსფორმაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ფუნქციონალის გამოყენებით მარტივდება ტრადიციული საბანკო სერვისი. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება საშუალებას აძლევს მომხმარებელს ხელშეკრულება დისტანციურად გააფორმოს, დაზოგოს დრო და ბანკთან ურთიერთობის პროცესი უფრო მარტივი გახადოს.

პროდუქტით სარგებლობას შეძლებენ ბიზნესის დამფუძნებლები და დირექტორები (ხელმომწერი პირები), რომლებიც მონაწილეობენ ტენდერებში და ხშირად იყენებენ გარანტიის სერვისს. ელექტრონული ხელმოწერითა და შტამპით სარგებლობა მოსახერხებელი იქნება ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესებისთვისაც; ასეთ ორგანიზაციებში კარგად იციან ელხელმოწერის სერვისი და მათი უმრავლესობა უკვე იყენებს ელხელმოწერის ფუნქციას.

პანდემიის პერიოდში, მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თიბისი ცდილობს მინიმუმამდე შეამციროს ფილიალებში ფიზიკური ვიზიტების რაოდენობა. რაც სწორედ ელხელმოწერის გამოყენებით იქნება შესაძლებელი.

ფიზიკური პირის მიერ კვალიფიციური ელხელმოწერის განსახორციელებლად საჭიროა:

· ახალი ტიპის პირადობის მოწმობა;

· პაროლები, რომლებიც პირადობის მოწმობასთან ერთად გადაეცემა პირს;

· Card Reader - პირადობის წამკითხავი, რომლის შეძენაც შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სახლში;

· პროგრამა Georgian ID Card, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.ID.ge; აღნიშნული პროგრამის გამოყენებით ხდება ხელმოწერის დადება დოკუმენტზე;

იურიდიული პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასასმელად საჭიროა:

· ელ-შტამპი - იურიდიული პირის დოკუმენტის დამოწმების მექანიზმი, რომლის შესაძენად აუცილებელია განცხადების დაფიქსირება სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ვებგვერდზე;

· პაროლები, რომლებიც ელშტამპთან ერთად გადაეცემა პირს;

· Card Reader - შტამპის წამკითხავი, ელექტრონულ შტამპთან ერთად გადაეცემა პირს;

· პროგრამა Georgian ID Card, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.ID.ge; აღნიშნული პროგრამის გამოყენებით ხდება ხელმოწერის დადება დოკუმენტზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100