სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკი „ბანკი რესპუბლიკის“ 100 %-იანი წილის მფლობელია

თიბისი ბანკი „ბანკი რესპუბლიკის“ 100%-იანი წილის მფლობელია. აქციათა ნასყიდობის ტრანზაქცია დღეს დასრულდა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, „სოსიეტე ჟენერალმა“ და მეორე მხრივ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისი ჯგუფს „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 100 % მიყიდეს.

გარიგების თანხა გადახდილია და აქციები ხვალიდან დარეგისტრირდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ტრანზაქციის შედეგად გამსხვილებულ თიბისი ბანკში EBRD-ის წილი 12.1 % გახდება, ხოლო ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალის“ - 5.4%.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100