როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
4 ოქტომბერს ქუთაისში წვიმა და +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა. მესტიაშიც წვიმა და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა. +16 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმას პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. გორშიც იწვიმებს. +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა. თოვლია მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი. ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +193 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს, დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე და +16 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თბილისშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.
კომენტარი