ტკბილი 90-ანები დაბრუნდა - Backstreet Boys-მა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ახალი კლიპი გამოუშვა
90-ანი წლების რომანტიკული სიმღერების ღმერთები, ჯგუფ
Backstreet Boys-ის
ბიჭები ისევ ერთად არიან და ახალი კლიპიც გადაიღეს. ეს არის საიუბილეო მუსიკალური ვიდეო,
რომელიც ჯგუფის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.
როგორც ჩანს, ბიჭებს წინ სერიოზული გეგმები აქვთ ჯგუფის
სასიმღერო კარიერასთან დაკავშირებით, რადგან წლის ბოლომდე სოლო კონცერტის გამართვასაც
გეგმავენ.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელი გავიდა, ბიჭები
ისეთივე მომნუსხველები არიან, როგორც ეს 90-ან წლებში იყო. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ
უამრავი გოგოს გულის დაპყრობა და ამაში ტკბილი ხმის გარდა საოცარი ქარიზმა უწყობთ ხელს.
კომენტარი