"ქუჩიდან ან სახლიდან თუ გამაქრობენ, იცოდეთ რომ ან რამე ჩამიდეს, ან რამე უარესს მიმზადებენ..." - პროგრამიტსი ლუკა ფეიქრიშვილი
პროგრამისტი ლუკა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. მისი პოსტები ხშირად პოლიტიკას უკავშირდება. ცოტა ხნის წინ ლუკამ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ პოლიციის სახელით დაუკავშირდნენ. სტატუსს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"ამ წუთებში ვიღაც ტიპმა დარეკა დედაჩემთან, ეუბნება პოლიციელი ვარო და ლუკა მოვიდესო მეხუთე განყოფილებაშიო, ნუ როგორც კი გავიგე ეგრევე გადაურეკე აბა რახდება მეთქი, მეუბნება პოლიციელი ვარ და მოდი მეხუთე განყოფილებაში, ფეისბუქთან დაკავშირებითო. კონკრეტულად რახდება მეთქი, ვკითხე და რო მოხვალ აქ გეტყვიო. ეს დაკითხვაა თქო? არაო, აბა გამოკითხვაა მეთქი? კიიო, ხოდა თუ გამოკითხვაა, მაშინ ნებაყოფლობითია და უარს ვაცხადებ მეთქი, მერე მითხრა კომენტარებთან დაკავშირებითო, ვიღაცას საჩივარი აქ შემოტანილიო, მაგაზე ვუპასუხე, მე თუ რამე დავაშავე და თქვენ ამ დანაშაულის ფაქტები გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ პირდაპირ სახლიდან ამიყვანოთ მეთქი, მაგაზე მითხრა სად ცხოვრობო? ვეუბნები რას ჰქვია, პოლიციელი ხარ, აი იცი სად ვცხოვრობ, თან რეკავ დედაჩემთან ანუ არ გაქვს წვდომა ჩემს ნომერზე, რომელიც მაგთია და რომელიც ჩემს სახელზე მაქვს გაფორმებული, საერთოდ არ მჯერა რო პოლიციელი ხარ მეთქი და ბოლოს მითხრა კაი დაგიკავშირდები და გნახავო. კაი მეთქი და გამითიშა, მოკლედ ქუჩიდან ან სახლიდან თუ გამაქრობენ, იცოდეთ რომ ან რამე ჩამიდეს, ან რამე უარესს მიმზადებენ...
P.S იარაღი, ნარკოტიკი და სხვა მსგავსი რაღაცეებთან შეხება არ მაქვს და არც თავის მოკვლას ვაპირებ...
თუ ჩამიდებთ, მაშინ პულიმიოტი და ერთი ტომარა კოკაინი ჩადეთ, ნაკლებს არ ვიკადრებ...
ცოტახანში გავდივარ სახლიდან საქმეები მაქვს და იმედია ქალაქიდან არ მომხსნიან
ფარჩაკებო, იმის ტრაკი არ გაქვთ რომ წესიერი საქმე შემიკეროთ და დამიჭიროთ..." - წერს ლუკა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი